უკრაინას მკაფიო სიგნალი სჭირდება ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივების შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ის აღნიშნავს, ამ საკითხების გადადება უნდა დასრულდეს.
"ამ საკითხების გადადება "მოგვიანებით", "ერთ დღესაც", თუ "10 წელში", უნდა დასრულდეს. პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ამ მიდგომას იზიარებს. უკრაინელების მსგავსად, პოლონელების უმეტესობა პოზიტიურად უყურებს უკრაინის მომავალს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე", - წერს ზელენსკი "ტვიტერზე".