უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 12 სექტემბერს СNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონში ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას უკრაინის „ნატოში“ წევრობის საკითხი განიხილეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ,,მე პრეზიდენტ ბაიდენს პირდაპირ ვკითხე ნატოზე, უკრაინის ნატოში წევრობაზე და იმაზე, თუ როდის შეძლებს ქვეყანა გაწევრიანებას. მან თქვა: ჩემი აზრით, თქვენ მისი წევრი უნდა იყოთ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არის“ - გაიხსენა უკრაინის პრეზიდენტმა. როგორც მან აღნიშნა, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ეს პოზიცია და რიტორიკა მისთვის ცნობილი ვაშინგტონში ვიზიტამდეც იყო . გადაცემის ტელეწამყვანთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბაიდენის პრიორიტეტული ქვეყნების სიაში ყოფნა კარგის ნიშანია, თუმცა სიგნალების გარდა , მათ ქმედებების მოლოდინიც აქვთ. ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს 1-ელ სექტემბერს, თეთრ სახლში შეხვდა. გამართულ შეხვედრაზე ბაიდენმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ინტეგრაციის მხარდაჭერას კვლავ გაუსვა ხაზი. ვლადიმერ ზელენკიმ ოფიციალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ის ამერიკის პრეზიდენტს ნატოში წევრობისათვის მხარდაჭერას სთხოვდა.