უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს კონფლიქტის დასრულების და ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, დონბასის რეგიონში შესახვედრად იწვევს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა კიევის დასავლელ მხარდამჭერებს, აჩვენონ ”მკაფიო სიგნალები” იმის შესახებ, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ ქვეყანას რუსეთთან დაპირისპირებაში.
„ჩვენს მოქალაქეებს მკაფიო სიგნალები სჭირდებათ, რომ ომის მერვე წელს ქვეყანა, რომელიც ევროპისთვის ფარია, მიიღებს მხარდაჭერას არა მხოლოდ ტრიბუნებზე მდგომი პარტნიორებისგან, არამედ როგორც იმავე გუნდის მოთამაშეებისგან, პირდაპირ მოედანზე, მხარდამხარ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას სურს კონფლიქტის დასრულება დიპლომატიური გზით, მაგრამ მზად არის, თავდასხმის შემთხვევაში, საკუთარი თავი დაიცვას.