უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი შეიარაღებული პირის მიერ ავტობუსის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა.
"საგანგაშო ინფორმაციაა ლუცკიდან. ოპერაცია "მძევალი" ამ წუთებში მიმდინარეობს და ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, უკრაინელი ჟურნალისტი იური ბუტუსოვი აცხადებს, რომ მას ავტობუსის გამტაცებელმა დაურეკა და ჟურნალისტების მისვლა მოითხოვა.
"ის ჟურნალისტებისგან თავის მოთხოვნების გავრცელებას ითხოვს. მან თქვა, რომ სურს, ყველა ჟურნალისტი მივიდეს", - აცხადებს ბუტუსოვი.
ასევე ცნობილი გახდა, რომ გამტაცებელი ნასამართლევია. შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებული პირი ავტობუსს თავს დაესხა და მგზავრები გაიტაცა.
ინციდენტის ადგილიდან სროლის ხმა ისმოდა. მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს მაქსიმ პლოხის უწოდებს, ითხოვს, მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ "კანონიერი ტერორისტები" არიან. ის აცხადებს, რომ ერთი ასაფეთქებელი მოწობილობა ხალხმრავალ ადგილზე აქვს დამალული.