მე არ მინდა რომ დონბასში აფხაზეთის და დნესტრისპირეთის სცენარი მივიღოთ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, იგი სექტემბერში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას ელოდება რუსეთთან დონბასში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, პრორუსმა სეპარატისტებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში ე.წ სახალხო რესპუბლიკები შექმნეს, დასავლეთი მოსკოვს აღნიშნულ რეგიონში მოქმედ სეპარატისტების დახმარებაში სდებს ბრალს.