უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრა და ხარკოვის რეგიონში მომხდარი ავიაკატასტროფისას გადარჩენილი კურსანტი მოინახულა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიაჩესლავ ზოლოჩევსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დაშავებული კურსანტი პრეზიდენტთან ერთად ხარკოვის რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი კუჩერმაც მოინახულა. მისი თქმით, ვიაჩესლავ ზოლოჩევსკი მათ გაესაუბრა და აღნიშნა, რომ „ყველაფერი ისე მოხდა, როგორც კომპიუტერულ თამაშში.“