ვლადიმერ ვაისი - გურამ კაშია ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ადამიანია, ვალდებული ვარ, მას მხარი დავუჭირო - Palitra News

ვლადიმერ ვაისი - გურამ კაშია ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ადამიანია, ვალდებული ვარ, მას მხარი დავუჭირო

2018-09-08 19:41:03+04:00

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთვნელის ვლადიმერ ვაისისთვის გაუგებარია ნაკრების ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას გარშემო შექმნილი ვითარება. თამაშზე მოსალოდნელ უსიამოვნო ინციდენტზე დასმულ კითხვაზე პასუხისას, ვაისმა აღნიშნა, რომ კაშია ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ამასთან, ფეხბურთის ფედერაცია თამაშზე მიმსვლელ გულშემატკივრებს მიმართავს და მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა თამაში უმაღლეს დონეზე ჩატარდეს.

9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართება. როგორც ცნობილია, "ქართული მარში" და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ.