ვლადიმერ პუტინმა სალომე ზურაბიშვილსა და პეტრო პოროშენკოს დამდეგი ახალი წელი არ მიულოცა - Palitra News

ვლადიმერ პუტინმა სალომე ზურაბიშვილსა და პეტრო პოროშენკოს დამდეგი ახალი წელი არ მიულოცა

2018-12-30 16:09:10+04:00

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები, სალომე ზურაბიშვილოი და პეტრო პოროშენკო არ აღმოჩნდნენ კრემლის მიერ გამოქვეყნებულ უცხოეთის ქვეყნების პირველი პირების იმ სიაში, ვისაც რუსეთის ლიდერი დამდეგ ახალ წელს ულოცავს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, პუტინმა სულ 40 ქვეყნის ლიდერებს მიულოცა, რომელთა შორის არიან ევროპელი ლიდერები, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის პირველი პირები.