წინასწარი მონაცემებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა 17 ათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიიღო. ამის შესახებ სააგენტო „რესს“ რუსეთის ე.წ. საელჩოში განუცხადეს.მათი ინფორმაციით, ხმების 92,8% ვლადიმერ პუტინმა მიიღო.ე.წ.საელჩოში ასევე აღნიშნავენ, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით აქტივობის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა.შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმათა 94,1% მიიღო.