რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გარკვეული ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებული საპასუხო ეკონომიკური სანქციების 2021 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
2014 წლის მარტში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო ევროკავშირმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ, კანადამ, ავსტრალიამ, იაპონიამ, შვეიცარიამ, ახალმა ზელანდიამ და ისლანდიამ რუსი კერძო და იურიდიული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყეს. ამის საპასუხოდ, 2014 წლის 6 აგვისტოს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას აშშ-დან, ევროკავშირიდან, ნორვეგიიდან, ავსტრალიისა და კანადიდან გარკვეული სახის საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით.