რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და იაპონიის პრემიერმა შინძო აბემ სადავო კურილის კუნძულებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შეხვედრა მოსკოვში გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ კრემლის ლიდერმა განაცხადა, რუსეთმა და იაპონიამ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით კიდევ ბევრი უნდა იმუშავონ. თავის მხრივ შინძო აბემაც აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდნენ რომ ერთობლივი გამოსავლის პოვნის მიზნით გააგრძელებენ მუშაობას. საუბარია სამხრეთ კურილის კუნძულებზე, რომელიც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიკავა და ამ დრომდე მასზე კონტროლს სწორედ მოსკოვი ახორციელებს. კუნძულები იაპონიის ჩრდილოეთით მდებარეობს.