რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი იფიქრებს იმუშაოს ფხენიანისთვის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების უზრუნველყოფის კუთხით. როგორც კრემლის ლიდერმა განაცხადა, კიმ ჩენ ინს სურს ბირთვული განიარაღება, თუმცა, ამავე დროს ესაჭიროება უსაფრთხოების გარანტიები.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ადრეა საუბარი იმაზე, თუ რა კონკრეტული გარანტიები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჩრდილოეთ კორეისთვის, თუმცა, მისივე თქმით, პირველ ეტაპზე საჭიროა გაიზარდოს ნდობა ფხენიანის მიმართ.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტს კიმ ჩენ ინმა სთხოვა აშშ-ს აცნობოს მისი პოზიციის შესახებ, თავის მხრივ პუტინმა განაცხადა, რომ იგი ამ საკითხს ამერიკელ და ჩინელ კოლეგებთან ერთად განიხილავს.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის პირისპირ შეხვერა რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში გაიმართა.