ფონდ „საზოგადოებირივი აზრის“ კვლევის შედეგების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა მოსახლეობაში იკლებს. გამოკითხულებიდან, არჩევნებზე მისთვის ხმის მიცემას ამომრჩეველთა მხოლოდ 43% აპირებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 18 წლის განმავლობაში ასეთი დაბალი შედეგი არ დაფიქსირებულა. კვლევის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა იყო ის, თუ რამდენად კარგად ასრულებს პუტინი პრეზიდენტის მოვალეობას. გამოკითხულთა 60% მას დადებითად აფესებს, რაც გასული თვეების მონაცემებთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. ექსპერტების აზრით, პუტინის რეიტინგის კლების მთავარი მიზეზები შესაძლოა ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსეთში მიმდინარე მოვლენებია. მათ შორისაა ტყის ხანძრები და მოსკოვის საქალაქო არჩევნებში ოპოზიციისათვის უარის თქმა.