რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი მიესალმება აღმოსავლეთ უკრაინიდან სამთავრობო ძალებისა და პრორუსი სეპარატისტების გასვლას.
როგორც კრემლის ლიდერმა, ბრაზილიაში ბრიქსის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იგი არ გეგმავს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრას, მანამ ვიდრე უკრაინის კრიზისთან დაკაშირებით საერთაშორისო ნორმანდის ფორმატის შეხვედრა არ გაიმართება.
"ნორმანდის ფორმატის სამიტამდე ჩვენი შეხვედრა არ განიხილება, ვინაიდან ჩვენ შევთანხამდით სწორედ ნორმანდის ფორმატში შეხვედრაზე. ჩვენ უნდა წარვადგინოთ გარკვეული შედეგები, ჩვენ ტელეფონით ვეკონტაქტებით ერთმანეთს, საკმაოდ კარგი კომუნიკაცია გვაქვს", - განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, უკრაინას, რუსეთს, გერმანიასა და საფრანგეთს შორის ოქტომბერში ნორმანდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის აღმოსაფხვრელად სამხედროებსა და მებრძოლებს გაიყვანდნენ.