როგორც იცით, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რეკომენდაცია გასცა, უახლოესი 4 წლის მანძილზე რუსეთს ყველა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა აუკრძალონ. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ რეკომენდაციაა და ვერდიქტი 9 დეკემბერს ამ ორგანიზაციის აღმასკომზე უნდა გამოიტანონ. საფრთხის ქვეშ დადგა რუსეთის ფეხბურთელთა ნაკრების ევრო 2020-ზე და მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა. ამ საკითხზე სასაუბროდ უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო.
თითქმის 1 საათიანი ვიზიტის შემდეგ დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ახლა უკვე 9 დეკემბერს ყველა კიდევ უფრო დიდი ინტერესით ელოდება, რუსეთის ნაკრები შესაძლოა ტურნირებზე ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით, დროშისა და ჰიმნის გარეშე დაუშვან.