რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თვის დასაწყისში ჩრდილოეთ რეგიონში აფეთქება ახალი იარაღის სისტემის გამოცდის დროს მოხდა. თუმცა, კრემლის ლიდერს არ დაუკონკრეტებია თუ რა სახის იარაღზეა საუბარი. მისივე თქმით, რადიაიის დონე ნორმაშია და საფრთხე არ არსებობს.
შეგახსენებთ, არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკთან 8 აგვისტოს თეთრ ზღვაში აფეთქება მოხდა. აფეთქების შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რადიაციის მაჩვენებელ მოწყობილობაზე ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა, თუმცა, რამდენიმე წუთში რადიაციის დონე დაეცა.