კრემლის ლიდერს მიაჩნია, რომ დაწესებული სანქციები რუსეთს და ბელარუსს ინტეგრაციის დაჩქარებისკენ უბიძგებს. რაც პუტინის პროგნოზით, სანქციებისგან გამოწვეულ ზარალს მინიმუმამდე დაიყვანს. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ერთობლივი პროგრამები ორი ქვეყნისთვის თანაბარი ეკონომიკური პირობების შექმნას ისახავს მიზნად, რომელიც საფინანსო ბაზრისა და სატრანსპორტო ბაზის საიმედო ჩარჩოს შექმნის.