რუსეთი მზადაა, განაახლოს ნორმალური დეპოლიტიზებული ურთიერთობა ევროკავშირთან, თუ საპასუხო ინტერესი გამოვლინდება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ვიდეო კონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა ალექსეი ნავალნის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
ამასთან, სამი ქვეყნის ლიდერმა უკრაინასთან, ბელარუსთან, სირიასთან, ირანთან და ლიბიასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს.