მოსკოვში, ვლადიმერ პუტინსა და ფილიპინების პრეზიდენტ, როდრიგო დუერტეს შორის შეხვედრა შედგა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და სამხედრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. როდრიგო დუერტემ რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ფილიპინებს ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად თანამედროვე იარაღი სჭირდება და ამ მხრივ რუსეთის მხარდაჭერის იმედი აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტის პარალელურად, ფილიპინებში ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინმა კი იმედი გამოთქვა რომ ფილიპინებში კონფლიქტი მინიმალური დანაკარგით დასრულდეს. შეხვედრაზე მხარეებმა ოფიციალურ მოსკოვსა და მანილას შორის ეკონომიკური თანამშრომლობაც განიხილეს.