რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეო ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ. ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტისგან ის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილს ხედავს.
შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ჩარეულა აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვენესუელაში არსებული კრისიზული სიტუაცია იყო.
პომპეომ განაცხადა, რომ დროა ნიკოლას მადურომ დატოვოს პრეზიდენტის პოსტი და ის მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს შეწყვიტოს მადუროს მხარდაჭერა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე მაიკ პომპეო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა.