რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით ჰაკერები შესაძლოა ნებისმიერ ადგილას იყვნენ. ამის შესახებ პუტინმა NBC News-სთან ინტერვიუში განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა ადგილობრივი ჰაკერები ჩაერივნენ. გარდა ამისა ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა აშშ რუსეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულა. მისი თქმით წლების განმავლობაში დასავლეთი უხეშად და სისტემურად, მათ შორის დიპლომატიურ დონეზე, ერევა რუსეთის შიდა პოლიტიკაში. "დასავლეთმა ფეხები დაადო ჩვენს შიდა პოლიტიკას, თავზე დაგვაჯდა, ფეხები გადმოდო და „კევს“ ღეჭავს. მორჩით ამას" - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.