ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, აფხაზეთში რუსული გავლენის ქვეშ მყოფი გერმანელი დეპუტატები იმყოფებიან - Palitra News

ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, აფხაზეთში რუსული გავლენის ქვეშ მყოფი გერმანელი დეპუტატები იმყოფებიან

2019-08-26 15:03:10+04:00

საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელის, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ორი გერმანელი დეპუტატი, რომელიც აფხაზეთის რეგიონში ე.წ არჩევნებს აკვირდებიან რუსული გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ამასთან, კონსტანტინიდის განცხადებით, აღნიშნულს ის გარემოება მოწმობს, რომ მათი აფხაზეთში ვიზიტი რუსული მხარის მიერ არის დაფინანსებული.