ვლადიმერ კონსტანტინიდი მინისტრის მოადგილედ, ალექსანდრე მაისურაძე ჟენევაში ელჩად, ვიქტორ დოლიძე კი ნატო-ში ელჩად ინიშნება - Palitra News

ვლადიმერ კონსტანტინიდი მინისტრის მოადგილედ, ალექსანდრე მაისურაძე ჟენევაში ელჩად, ვიქტორ დოლიძე კი ნატო-ში ელჩად ინიშნება

2020-05-22 15:10:39+04:00

ნატო-სა და ჟენევაში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, ჟენევაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე იქნება, რომელიც თავის მხრივ ადგილს ნატო-ში ვიქტორ დოლიძეს გაუცვლის. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა ვლადიმერ კონსტანტინიდმა, რომელიც ამ დრომდე საგარეო უწყების სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.