ვლადიმერ კონსტანტინიდი გახარიას განცხადებაზე - პირველად მესმის, რომ ვინმემ 20 ივნისს ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა - Palitra News

ვლადიმერ კონსტანტინიდი გახარიას განცხადებაზე - პირველად მესმის, რომ ვინმემ 20 ივნისს ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა

2019-07-12 11:02:11+04:00

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის 20 ივნისს რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა მოვლენებს.

კონსტანტინიდის განცხადებით, პირველად ესმის, რომ ვინმე უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. როგორც კონსტანტინიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი რამ საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით არ ყოფილა.