ვლადიმერ ჩაჩიბაია - არც-ერთი სამხედრო მოსამსახურე სამსახურის მიღმა არ რჩება - Palitra News

ვლადიმერ ჩაჩიბაია - არც-ერთი სამხედრო მოსამსახურე სამსახურის მიღმა არ რჩება

2019-01-10 14:51:58+04:00

"არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ რჩება სამსახურის მიღმა, ინფორმაცია, რომელიც დღეს გახმოვანდა მედიაში არ შეესაბამება სიმართლეს" - ამის შესახებ გენერალ-მაიორმა, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, თავდაცვის ძალებში ტრანსფორმაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფთან და საქართველოში არსებულ ამერიკელი მრჩეველების ჯგუფთან იყო შეთანხმებული