საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა. ამის შესახებ „პალიტრანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. შსს-მდე ბოცვაძე პროკურატურაში მუშაობდა. 2016-2018 წლებში იგი პროკურატურაში საზედამხედველო დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.