გერმანია ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონებიდან და ავსტრიის ტიროლიდან კორონავირუსის უფრო გადამდები ვარიანტებით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მგზავრების შემოსვლას აკრძალავს, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზიჰოფერმა განაცხადა.
”ბავარიისა და საქსონიის რეგიონებმა მთავრობას ტიროლისა და ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონების მუტირებული ვირუსის გავრცელების ზონებად გამოცხადებისა და სასაზღვრო კონტროლის დაწესების თხოვნით მიმართეს. საკითხი შეთანხმებულია გერმანიის კანცლერსა და ვიცე-კანცლერთან,“ - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, შეზღუდვები კვირიდან ამოქმედდება.