07:17
26 თებერვალი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
360 გრადუსი
ვქმნით ახალ მოძრაობას, სადაც ძალიან საინტერესო სახეებს ნახავთ, მათ შორის ჟურნალისტებს - ეკა ბესელია
13-06-2019

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, მის მიერ დაფუძნებულ ახალ პარტიაში ჟურნალისტებიც იქნებიან. ამის შესახებ ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ეკა ბესელიას განმარტებით, 20 ივნისს, დამფუძნებელი ყრილობის დღეს. ამომრჩეველი ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციაში ბევრ ახალ სახეებს იხილავს.

ეკა ბესელია ირწმუნება, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლას რომელიც მან წამოიწყო, ბოლომდე მიიყვანს. ამასთან, ეკა ბესელიას განცხადებით, მის პოლიტიკურ ძალას აქვს ძალიან საინტერესო სასტარტო პოზიცია, რადგან ის ბუნებრივად ჩამოყალიბდა.

„ეს პოლიტიკური ძალა ძალიან ბუნებრივად, ძალიან ნატურალურად, ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვის გარეშე ყალიბდება იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებიდან წამოვედით. ის მუდმივი ბრალდება-რატომ უნდა გენდო, იმიტომ რომ ხელისუფლებაში მოსვლა გინდა?-ეს კითხვა ჩვენთან აღარ დაისმევა. იმიტომ, რომ ჩვენ სამივე ხელისუფლებიდან წამოვედით და ვთქვით, რომ იქ აღარ დავრჩებოდით. ეს იმიტომ, რომ მთავარ რამეს შეეხო და ჩრდილი მიადგა -სამართლიანობას.

ვქმნით ამ ახალ მოძრაობას, სადაც ძალიან საინტერესო სახეებს ნახავთ. მათ შორის ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში არასდროს ყოფილან, მაგრამ თავის პროფესიაში იყვნენ წარმატებული. მათ შორის თქვენი კოლეგებიც, ჟურნალისტებიც იქნებიან. ისე მიხარია ეს გამბედაობა, მათ შორის საკმაოდ ბევრი ქალბატონია. ეს გაბედული ნაბიჯი არის გაცნობიერებული. რამდენიმე პროფესიონალი სხვა სფეროს წარმომადგენელია, პრაქტიკოსი პროფესიონალები, რომლებიც პარალელურად ამ ნაბიჯს დგამენ. სამართლიანობისთვის ბრძოლა, რომელმაც 20 წელი მოითვალა, დღეს კიდევ ერთხელ მიღირს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ღირსეული და კარგი პროფესიონალები. ამისთვის ვემზადებით, კარგი ახალგაზრდობა მოვიდა და ესეც ძალიან მახარებს და მინდა, რომ დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ და სამართლიანობა ქვეყანაში აღდგეს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

AutoPlay
"აღვირახსნილება არის 30 წელიწადია შენს სამშობლოს რომ არ ემსახურები და ემსახურები სხვას" - თაკო ჩარკვიანი
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
"როდესაც სამართალდამცავები მოვიდნენ, ბრალდებული განწირული ხმით ყვიროდა, რომ დედა მოკლა" - თბილისში მომხდარ მკვლელობაზე ეკა ლემონჯავა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
"ის სხვის კონფლიქტს შეეწირა..." - რას ყვება გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ახლობელი
24-02-2020
"იცით ვინ იგებს არჩევნებს?" - გია ხუხაშვილი
24-02-2020
"360 გრადუსი": პოლიტიკური კრიზისი; იპსოსის კვლევა
24-02-2020
"ვანო მერაბიშვილს მოუწევს იმ 2 "ტრუპზეც" და გირგვლიანზეც პასუხის გაცემა" - გედევან ფოფხაძე
21-02-2020
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები