ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრების შესახებ გადაწყვეტილებაში საფრთხეს ხედავს. როგორც მეუფე გრიგოლი აცხადებს, შექმნილ ვითარებაში სპეციალისტებს უნდა დავუჯეროთ. მიტროპოლიტის თქმით, საპატრიარქოში არ არის ისეთი ორგანო, რომელიც კრიზისის პირობებში პასუხისმგებლობას აიღებს, რის გამოც მთელი პასუხისმგებლობა მრევლზეა გადატანილი. „თავი სიზმარში მგონია, მაგრამ ვაი, რომ ეს სიზმარი არ არის. რეალობა ძალიან დამაფიქრებელია“, - განუცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს. სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე დღეს კომენტარი გააკეთა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ.