გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ქვეყნის სწრაფი გახსნა შეცდომა იქნება, რადგან კორონავირუსის შემთხვევები ისევ გაიზრდება და კვლავ მკაცრი ზომების მიღება გახდება საჭირო.
„ქვეყნის სწრაფად გახსნა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ სწრაფად დახურო, როგორც ეს, ჩვენმა ზოგიერთმა მეზობელმა გააკეთა, ჩვენ არ გვეხმარება. ვხედავ შუქს გვირაბის ბოლოს. კიდევ რამდენიმე კვირა უნდა გავუძლოთ, იმ პირობით, რომ უფრო აგრესიული მუტაციები არ გავრცელდება“, - განაცხადა მან.
გერმანიაში კარანტინის რეჟიმი 14 თებერვლამდე მოქმედებს. ქვეყანაში სკოლები, ბაღები, საპარიკმახეროები, მუზეუმები, თეატრები და სილამაზის სალონები დახურულია, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანპორტში კი პირბადის ტარებაა საჭირო.