ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ირწმუნება, რომ უნგრული ავიაკომპანია “ვიზეარი“ საქართველოდან გასვლას არ აპირებს და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას განაგრძობს.
მინისტრი აცხადებს, რომ ავიაკომპანიის წარმომადგენელს პირადად ესაუბრა და ამ გადაწყვეტილების შესახებ ვიზეარიც დაადასტურებს საჯაროდ.
როგორც თურნავა აცხადებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ვიზეარს“ თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში ეყოლება დაყენებული, თუ რომელიმე თავის ბაზაზე გადაიყვანს. მისივე თქმით, ავიაკომპანია საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და ახლაც ქართველი მომხმარებლების ერთგული რჩება.