03:20
8 აპრილი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"ვიზეარი" ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ამცირებს
27-02-2020

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ამცირებს. „აეროპორტების გაერთიანების“ცნობით, კომპანია Wizz Air-ი ქუთაისიდან მილანის მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით დაფრინავდა, თუმცა სიხშირეების შემცირების შემდეგ, ავიაკომპანია ქუთაისი-მილანი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 1 სიხშირით მოახდენს. სიხშირეების შემცირება ეხება 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით პერიოდს. ქუთაისი-რომის მიმართულებაზე სიხშირეები შემცირდება 18 მარტიდან 25 მარტამდე პერიოდში. ქუთაისი-რომი-ქუთაისის მიმარულებაზე Wizz Air-ი კვირაში 2 სიხშირით ოპერირებდა და 25 მარტამდე კომპანია რეისებს მხოლოდ შაბათობით განახორციელებს. რაც შეეხება ბოლონიის მიმართულებას, 17 მარტიდან 24 მარტამდე Wizz Air-ი ფრენებს კვირაში ორი სიხშირის ნაცვლად, მხოლოდ ერთი სიხშირით განახორციელებს. ქუთაისი-ბარი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე კი 12 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში გაუქმდა 3 ფრენა.

AutoPlay
საფრანგეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 1 417 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანია გამოჯანმრთელებული
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ეკონომიკის სამინისტრომ 33 კომპანია შეამოწმა, რომელთაგან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს 6 ვერ აკმაყოფილებს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო დაჯარიმებულმა პირმა ჯარიმა 30-დღიან ვადაში უნდა გადაიხადოს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ბრიფინგი ინფექციურ საავადმყოფოში
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები