"ვიზეარი" ქუთაისიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისის შესრულებას იწყებს. ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ - ხუთშაბათობითა და კვირაობით განხორციელდება. უნგრული ავიაკომპანია ავიარეისებს 180 ადგილიანი "აირბას ა320" და 230 ადგილიანი "აირბას ა321" ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს. მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ვიზეარის საიტზე, სადაც დიდი ბრიტანეთის მიმართულებით ბილეთის ფასი 105 ლარიდან იწყება.