ვიზალიბერალიზაციის პირველი დღე - ქართული დელეგაცია ათენის აკროპოლისის კომპლექსსა და პართენონის ტაძარში - Palitra News

ვიზალიბერალიზაციის პირველი დღე - ქართული დელეგაცია ათენის აკროპოლისის კომპლექსსა და პართენონის ტაძარში

2017-03-28 17:25:12+04:00

ვიზალიბერალიზაციის პირველი დღე - ათენში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებთან და მეცნიერებთან ერთად, ანტიკური არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი-ათენის აკროპოლისის კომპლექსი და პართენონის ტაძარი დაათვალიერა. 1987 წელს იუნესკომ აკროპოლისის კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილი ბერძენ კოლეგასასც შეხვდა. აუდიენციის შემდეგ ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე განცხადება გაკეთდა.