Vivarium ახალი საშინელებათა ჟანრის სერიალი, რომლის ტრეილერიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. სიუჟეტი ბედნიერი წყვილის ირგვლივ ვითარდება, რომელიც საცხოვრებლად იდეალურ სახლს გარეუბანში ეძებს. მათი ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი სურვილ ნამდვილ ჯოჯოხეთად გადაიქცევა: წყვილი იდენტურად ერთნაირი სახლებით აგებულ დასახლებას თავს ვეღარ დააღწევს და ერთგვარ ლაბირინთში ჩაიკეტება. Vivarium-ის პრემიერია 2019 წლის კანის კინოფესტივალზე შედგა, კინოთეატრებში მაყურებლები მის ხილვას კი ამ წლის მარტიდან შეძლებენ.