სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებ. როგორც ნადირაძე ამბობს პაციენტი ექიმებს სრულ ნდობას უცხადებას, არ გამოთქვამს უკმაყოფილებას მკურნალობის ტაქტიკასა და კვლევებზე. როგორც ირკვევა მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას კვლავ თერაპიულ განყოფილებაში განაგრძობს. ნადირაძე ამბობს, რომ კლინიკას მიმართეს სახალხო დამცველის აპარატიდან, რომლებმაც წარადგინეს მიხეილ სააკაშვილის დასტური იმის შესახებ, რომ თანახმაა კლინიკამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონაცემები გასცეს.