საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნამდვილად არ არის ის მოცემულობა, რომ შეიძლება ამოქმედდეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი. მისი თქმით აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებმა ყურადღება მიაქციონ რეგულაციებს და არ დაარღვიონ ისინი. აღნიშნული კომენტარი მიხეილ ჯანელიძემ გუდაურში, ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც დიპლომატების სათხილამურო შეჯიბრი გაიმართა.