პრეზიდენტის სიძის მეგობრის მიხეილ თათარაშვილის ადვოკატები და ახლობლები საქმეში არსებულ შეუსაბამობაზე საუბრობენ. კომენტარი ამ საკითხზე გიორგი მარგველაშვილის სიძემ მინდია გოგოჭურმაც გააკეთა. მისი თქმით დაკავების მომენტში მიხეილ თათარიშვილთან ერთად იმყოფებოდა. გოგოჭურის შეფასებით სამართალდამცველებს ზუსტი მითითება ქონდათ, რომ უშუალოდ თათარაშვილი უნდა დაეკავებინათ. თავის მხრივ ბრალდებულის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით დაკავების ოქმში არ არის დაფიქსირებული, რომ მასთან ერთდ სხვა პირებიც იმყოფებოდნენ.