ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე აქტიური პოლიტიკური პროცესი ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე აისახება. როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირებმა საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ და წესების დაცვით იმოქმედონ.