5 ლარიც რომ ყოფილიყო გირაო, არ გადავიხდიდი, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, მან მოსამართლესაც უთხრა, რომ ეს „პრინციპის ამბავი“ იყო.„მოსამართლეს ვუთხარი, რომ გირაოს არ გადავიხდი, არ გამომიტანოთ-თქო ვუთხარი და ეგეთი რამე არ გამიგია, გეუბნება ბრალდებული, რომ არ გადავიხდი, მაინც გამოგაქვს. რა მნიშვნელობა აქვს, არ გადავიხდი.