"ვითიბი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია. ამის შესახებ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციათა 97%-ის მფლობელის –„ბანკ ვეტებეს“ მიღებულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
კერძოდ, ამ გადაწყვეტილებით, "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ახალი წევრები – იულია კოპიტოვა და ასია ზახაროვა აირჩიეს.
რეესტრის ბოლო ამონაწერით, "ვითიბი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრი: ოლეგ სმირნოვია; ხოლო წევრები კოპიტოვასა და ზახაროვას გარდა არიან: ილნარ შაიმარდანოვი; სერგეი სტეპანოვი; მაქსიმ კონდრატენკო; მერაბ კაკულია და გოჩა მაცაბერიძე.