ვითიბი ბანკი თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. ვითიბი ბანკის, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, მომხმარებელთან დაამყაროს გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობა. სწორედ ამ პოზიციის გასამყარებლად, ვითიბი ბანკი მომხმარებელთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის. პირველად, ქართულ საბანკო სივრცეში, ვითიბი საკუთარ, 12 000-მდე ფიზიკურ პირ პრობლემურ მსესხებლებს, შესაძლებლობას აძლევს მიიღონ მნიშვნელოვანი დისკონტი სესხის მიმდინარე ძირზე და დარიცხულ პროცენტზე, მოახდინონ ბანკის მიმართ დავალიანების სრულიად ანულირება და გაიუმჯობესონ მიმდინარე საკრედიტო ისტორია.აღსანიშნავია, რომ აქციის პერიოდში ამ სესხზე ვადაგადაცილების ჯარიმის და საურავების მოთხოვნა არ განხორციელდება.აღნიშნული წინადადება მოქმედებს ორი თვის განმავლობაში, 16 აპრილიდან 15 ივნისამდე და ეხება მხოლოდ იმ ფიზიკური პირებს, რომლებიც სარგებლობდნენ სამომხმარებლო ტიპის სესხებით.