პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა კრიტიკულია. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა. თელავის რეფერალური საავადმყოფოში აცხადებენ ტომ მაჩალიკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ქალა-ტვინის შემავალი ჭრილობის გარდა, გავრცელებული ინფორმაციით ჭრილობა მას მხარის არეშიც აქვს. დაჭრილი რეანიმაციულ განტყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ოპერაციის ჩასატარებლად, თელავის რეფერალური საავადმყოფოს მოთხოვნით თბილისიდან სპეციალისტები, მათ შორის, ნეიროქირურგიც ჩავიდნენ. დაჭრილი ახალგაზრდის მამა აცხადებს რომ მის შვილს არასდროს ჰქონია კავშირი ჩაეტაევთან, არც იარაღი არ ჰქონია და ადგილი არც სპეცოპერაციისას მისი მხრიდან ხელყუმბრაის აფეთქების მცდელობას არ ჰქონია.