შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან პატრულის მობილიზების მიზეზს განმარტავს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი.
„პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცავების მიერ. გამოძიება დაიწყო თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“, - განუცხადეს სააგენტოს შსს-ში.