სამოქალაქო აქტივისტებმა ღამე პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში გაატარეს. როგორც „მოძრაობა საქართველოსთვის" ერთ-ერთმა წევრმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა, ღამემ მშვიდ გარემოში ჩაიარა და მათთან ერთან იყვნენ ნინო ბურჯანაძე და გიგი უგულავა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნა, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების, მათ შორის გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლებაა.დღეს პარლამენტის წინ კიდევ ერთი კარავი დაიდგმება. აქტივისტები ჩამოსვლას გეგმავენ თელავიდან ბათუმიდან და ზუგდიდიდან.