ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე ზაგაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე შეზღუდვების დაწესების არანიარი საჭიროება არ დგას. მისივე თქმით, ყაზბეგში ვითარება კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არის. როგორც მუნიციპალიტეტის მერი აღნიშნავს, ეპიდემიოლოგირ კვლევით სამუშაოებს ადგილობრივ და რეგიონულ ჯანდაცვის სამსახურებთან ერთად თბილისის ჯგუფის წარმომადგენლები ახორციელებენ. დღის განმავლობაში კი კორონავიურსზე ტესტირება 300-მდე ადამიანს უტარდება.