პარლამენტთან ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი. როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა განუცხადეს, სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ ღამე კარვებში გაათენა.
მათივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან კარვების რაოდენობა გაიზრდება და არ გამორიცხავენ, რომ კარვები საჭიროების შემთხვევაში რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზეც განთავსდეს.
ხოლო გამზირზე მდებარე ხის კონსტრუქცია, რომელიც გუშინ საპროტესტო აქციაზე იყო განთავსებული, აიღეს.აქციის მონაწილეებისთვის უცნობია რომელმა სამსახურმა მოახდინა კონსტრუქციის დემონტაჟი და რუსთაველიდან გატანა.