გამყოფი ხაზისპირა სოფელ ხურვალეთში ბოლო პერიოდში ახალი მავთულხლართები გაავლეს. ადგილზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ჩავიდა. მინისტრის მოადგილე მოსახლეობას შეხვდა და ესაუბრა იმ ადამიანებს, რომელთა ეზოშიც ბარიერები აღმართეს. რუსლან აბაშიძემ სიტუაციას აღმაშფოთებელი უწოდა და განაცხადა, რომ პროცესი, ისედაც რთულ პირობებში მცხოვრები მოსახლეობისათვის, მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.