თურქულ შეკრებაზე მყოფმა ვიტ ჯორჯიამ კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ქართული გუნდი ამჯერად ბოსნიურ სარაევოს დაუპირისპირდა. თამაში ვადაზე ადრე, ფრედ - 2:2 დასრულდა.ბოსნიელებმა მატჩი თავიდანვე აგრესიულად დაიწყეს და შეხვედრის მეთექვსმეტე წუთზე უკრაინელი არბიტრი იძულებული შეიქმნა თამაშის წესების უხეში დარღვევის გამო მოედნიდან ჯაჰიჩი გაეძევებინა. საბოლოოდ ბოსნიელთა უხეში თამაში 83-ე წუთზე ხელჩართულ ორთაბრძოლაში გადაიზარდა, არბიტრმა კი თამაშის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.