"ვისოლმა" "სმარტთან" ერთად, ოქროყანაში, ახალი ფორმატის ავტოგასამართი სადგური გახსნა და მომხმარებელს მომსახურებისა და გადახდის ახალი ფორმა შესთავაზა. ახალი ფორმატის ავტოგასამართი სადგური ოქროყანაში "ვისოლის" მომსახურებას უფრო კომფორტულს ხდის. ახალგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე "ვისოლი" მომხმარებელს, უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტების გარდა,"სმარტის" სუპერმარკეტში ყოველდღიური და გზად საჭირო პროდუქტების ფართო არჩევანს და გადახდის მოსახერხებელ ფორმას სთავაზობს. ახალი ფორმატის ავტოგასამართ სადგურზე, საწვავის შეკვეთა და მისი ღირებულების გადახდა, მოხმარებელს, "სმარტში" სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად შეუძლია, ორმაგი დატვირთვის გარეშე. ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა თბილისი-ოქროყანის გზაზე მოსახერხებელია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე სეზონური მგზავრებისთვის. ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე 15-მდე ადამიანი დასაქმდა.